Accentnews.ge
სამხედრო მობილიზაციის უზრუნველსაყოფად რუსეთის გზებზე პატრულირება იწყება

სამხედრო მობილიზაციის უზრუნველსაყოფად რუსეთის გზებზე პატრულირება იწყება

21/09/2022 19:48:53 მსოფლიო

სამხედრო მობილიზაციის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულების აღსრულების მიზნით 22 სექტემბრიდან რუსეთის როგორც შიდა, ისე საქალაქთაშორისო გზებზე სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლების პატრულირება დაიწყება.

სოცქსელში შესაბამისი განკარგულების ფოტოასლი გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, კომისარიატების მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფები გზებზე მამაკაცბის მიერ მართულ მანქანებს გააჩერებენ და მათ მფლობელებს იძულების წესით გადააგზავნიან სამხედრო კომისარიატებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ამას რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S