"პირველ ეტაპზე რუსეთი მაქსიმუმ, 40-50 ათასი რეზერვისტის მობილიზებას შეძლებს" - უკრაინის შსს
21/09/2022 18:01:00 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გათვლით, რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღის ფარგლებში მაქსიმუმ, 40-50 ათასი ადამიანის მობილიზება შეიძლება, მოხერხდეს, ვინაიდან მეტისთვის რუსეთის თავდაცვის უწყებას უბრალოდ ეკიპირება არ ეყოფა.
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული 300 ათასი რეზერვისტი ფრონტის ხაზზე ხვალ ნამდვილად არ გაჩნდება. ვფიქრობ, პირველ რიგში გამოუშვებენ სამხედრო სპეციალისტებს და მათ, ვისაც ომში ცოტაოდენი რამ მაინც გაეგება. პირველი ტალღის ფარგლებში მაქსიმუმ, 40-50 ათას ადამიანს ველით, რადგან მეტისთვის შოიგუს უწყებას უბრალოდ ეკიპირება არ ეყოფა და თუ საერთოდ აპირებს, მეტ ადამიანს ვერც მოამზადებს" - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვადიმ დენისენკომ. თავად მობილიზაციის მიზნად კი მან უკრაინელების კონტრშეტევის შეჩერების მცდელობა დაასახელა.
"მობილიზაციის მიზანს ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია წარმოადგენს, რათა უკრაინელ სამხედროებს წინსვლის შესაძლებლობა არ მისცენ" - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


