ზალუჟნი - რუსულ მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
21/09/2022 17:47:09 მსოფლიო
"რუსეთის ხელმძღანელობის ვერავითარი გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის უკრაინელების მზადყოფნას, იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის, ხოლო უკრაინის არმია გაანადგურებს ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა, განურჩევლად იმისა, ნებით აღმოჩნდებიან ისინი უკრაინაში, თუ სავალდებულო მობილიზაციით" - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს მის ქვეყანაში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის საპასუხოდ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელები რუსულ აგრესიას უკვე 8 წელი და 7 თვეა, აკავებენ და ვერც მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ დააფრთხოთ. "პირიქით, ამან კიდევ უფრო გაგვაერთიანა და მტერს ღირსეულად დავხვდით. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება ამის კიდევ ერთი დასტურია. ასობით უკრაინელი არამარტო მამაკაცი, არამედ ქალი და ბავშვიც კი იცავს საკუთარ მიწას, სახლებს, საკუთარ და უკრაინის მომავალს. ამდენად, აგრესორი ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ვერავითარი გადაწყვეტილებები ვერ შეარყევს ჩვენს მზაობას, გავაგრძელოთ ჩვენი მომავლისა და თავისუფლების დაცვა" - განაცხადა ზალუჟნიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


