რუსულ ბარათ "Мир"-ის მიღება უმსხვილესმა ყაზახურმა ბანკმაც შეწყვიტა
21/09/2022 07:37:00 მსოფლიო
ყაზახეთის სახალხო ბანკმა (Halyk Bank) და ვიეტნამის BIDV-მა რუსეთის საგადახდო სისტემა "Мир"-თან მუშაობა შეწყვიტეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გაფრთხილების ფონზე, რომ მზად იყო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული საგადასახადო სისტემის გამოყენების მხარდაჭერისთვის.
ყაზური ბანკის ქოლ–ცენტრში განაცხადეს, რომ რუსული ბარათების მომსახურება არ ხდება არც ტერმინალებით და არც ბანკომატებით. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს BIDV–ში. ამასთან, აღნიშნული ბანკი აგრძელებს VISA, Mastercard, Western Union, JCB, UnionPay ბარათების მიღებას.
19 სექტემბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ორმა თურქულმა ბანკმა – Is Bankasi-მა და DenizBank-მა.
საფინანსო დაწესებულებების აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა დასავლეთის მუქარას, სანქციები დაეწესებინა იმ უცხოური საკრედიტო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათს "Мир"-ს იღებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს, ებრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას არა მხოლოდ თურქეთში, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის აღმასრულებელი დირექტორის ვლადიმერ კომლევის წინააღმდეგ.


