ორმა თურქულმა ბანკმა რუსულ ბარათ "Мир"-ის მიღება შეწყვიტა
19/09/2022 17:13:01 მსოფლიო
თურქეთის უმსხვილესმა კერძო ბანკმა Is Bankasi-მ რუსეთის საგადახდო სისტემა "Мир"-თან მუშაობა შეწყვიტა, - იუწყება თურქული ტელეარხი Halk TV.
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო DenizBank-მა.
საფინანსო დაწესებულებების აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა დასავლეთის მუქარას, სანქციები დაეწესებინა იმ უცხოური საკრედიტო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათს "Мир"-ს იღებენ.


