Accentnews.ge
პუტინი:"სპეცოპერაციის მიზანი დონბასის გათავისუფლებაა და ჩვენ არ ვჩქარობთ"

პუტინი:"სპეცოპერაციის მიზანი დონბასის გათავისუფლებაა და ჩვენ არ ვჩქარობთ"

19/09/2022 18:45:30 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "უკრაინის დემილიტარიზაციაზე" და "დენაციფიკაციაზე" აღარ საუბრობს, უკრაინაში წამოწყებული "სპეცოპერაციის" მიზნად "დონეცკის გათავისუფლებას" ასახელებს და ირწმუნება, რომ "რუსულ არმიას არსად ეჩქარება".

"ჩვენი გენერალური შტაბი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, რა არის იმ მომენტისთვის საკვანძო - მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი მთელი დონბასის გათავისუფლებაა. მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება, უკრაინული არმიის მხრიდან კონტრშეტევის მცდელობების მიუხედავად. ჩვენ დონბასზე შეტევითი ოპერაციები არ შეგვიწყვეტია, ისინი მართალია, მცირე ტემპით, მაგრამ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გრძელდება და რუსული ჯარი წინ მიიწევს. თანაც მინდა, მხედველობაში იქონიოთ, რომ იქ მთელი რუსული ჯარით არ ვიბრძვით, ვიბრძვით მისი მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კავშირშია პირადი შემადგენლობის გარკვეულ პარამეტრებთან. ამიტომაც არ ვჩქარობთ ამ ნაწილში, თორემ მთლიანობაში არავითარი ცვლილება არ არის. უბრალოდ რაღაცას გენერალური შტაბი პირველხარისხოვნად მიიჩნევს, რაღაცას - მეორეხარისხოვნად. ძირითადი ამოცანა უცვლელია და იგი რეალიზდება" - ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტების დასკვნით, პუტინი სულ უფრო მეტად ეფუძნება მოხალისეთა არარეგულარულ ფორმირებებს და არა შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ ნაწილებსა და შენაერთებს. მოხსენების ავტორების შეფასებით, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხარკოვის ოლქში განცდილი მარცხის შემდეგ პუტინი რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის გვერდის ავლით იღებდა გადაწყვეტილებებს. მათივე აზრით, სამხედრო ხელმძღვანელობასთან პუტინის ურთიერთობების დაძაბვა შეისაძლოა, ნაწილობრივ ხსნიდეს კრემლის აქცენტს სპეციალურ არარეგულარულ ქვედანაყოფებზე, რომლებსაც ცუდად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეებით ავსებენ.

იხილეთ ასევე: კრემლმა უკრაინასთან საომრად მანიაკი-კანიბალი გაგზავნა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S