Accentnews.ge
კრემლმა უკრაინასთან საომრად მანიაკი-კანიბალი გაგზავნა

კრემლმა უკრაინასთან საომრად მანიაკი-კანიბალი გაგზავნა

16/09/2022 11:49:59 მსოფლიო

პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინი (მეტსახელად “პუტინის მზარეული”) მის მიერ ჩამოყალიბებული კერძო გასამხედროებული ფორმირება “ვაგნერის” რიგებს მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებით ავსებს, რომელთაც უკრაინის ფრონტზე აგზავნიან.

უფლებადამცველ ოლგა რომანოვას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ამ გზით უკრაინაში გაიგზავნა მსჯავრდებული, რომლის საპატიმრო დოსიეში სერიული მკვლელობები და კანიბალიზმი ფიგურირებს.

უფლებადამცველის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსული ციხეებიდან ფრონტზე სულ მცირე, 7 000 მსჯავრდებულია გაგზავნილი და ამ მიზნით კანდიდატთა შერჩევისას პრიგოჟინი უპირატესობას მკვლელობის, გაუპატიურების, ყაჩაღური თავდასხმის, სხვა მძიმე დანაშაულებისა და რაც მთავარია, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განსაკუთრებული სისასტიკით ჩამდენ პირებს ანიჭებს.

მას შემდეგ, რაც ორიოდ დღის წინ სოცქსელში ერთ-ერთ კოლონიაში მსჯავრდებულებთან პრიგოჟინის შეხვედრის ამსახველი სკანდალური კადრები გავრცელდა, “პუტინის მზარეულს” ამ საქმიანობის აღიარება მოუწია. თუმცა სინდისს ის დიდად არ შეუწუხებია და რუსეთის აღშფოთებულ მოქალაქეებს ხისტად უპასუხა: “ზეკები არ გაწყობთ? მაშინ საომრად თქვენი შვილები გაუშვით. ან ზეკები, ან თქვენი შვილები – არჩევანი თქვენზეაო”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S