Accentnews.ge
კელი დეგნანის მეუღლე: ჩემთვის საქართველო შთამაგონებელი და აღმაფრთოვანებელია

კელი დეგნანის მეუღლე: ჩემთვის საქართველო შთამაგონებელი და აღმაფრთოვანებელია

19/09/2022 08:07:32 საზოგადოება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლე, დაგ მორისი იმ შთაბეჭდილებებზე საუბრობს, რაც მას საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ გაუჩნდა.

მწერალს და ბლოგერს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხა, „იღებს თუ არა ინსპირაციას საქართველოდან და დაწერს თუ არა ჩვენს ქვეყანაზე“.

„აქ ყველაფერი, ყველაფერი შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. თავიდან როცა ჩამოვედი მკითხეს, დავწერდი თუ არა საქართველოზე, 14 წიგნი მაქვს გამოცემული, აქაც სულ ვწერ, ჟანრი ნონ-ფიქშენია, დოკუმენტური პროზა, აქტუალური თემები, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს გაცნობა ასე მოკლე დროში შეუძლებელია. გაიგო საქართველო და გაუგო ქართველებს ამას მთელი ცხოვრება სჭირდება. თქვენ გაქვთ იმდენი განსხვავებული რეგიონი, იმდენად განსხვავებული კულტურა, ტრადიცია, კერძი - ამ ერთ პატარა ქვეყანაში. ჩემთვის საქართველო შთამაგონებელი და აღმაფრთოვანებელია. ეს არის განსხვავებული კულტურების გადაკვეთის ნაზავი, რაც ხდის საქართველოს განსაკუთრებულს“ - განაცხადა დაგ მორისმა.

დაგ მორისმა ჟურნალისტს მისი რჩეული ტილო უჩვენა, რომელზეც შემდეგი განაცხადა: "მშვენიერი ლანდშაფტია: სიღნაღი, კახეთი, კავკასიის მთები, ეს ნამუშევარი სამყაროს კანონზომიერებას ჰგავს. ეს კაცი შრომობს, ნიადაგს ამუშავებს, და ამზადებს, რომ მომავალი წლისთვის კარგი მოსავალი მიიღოს. ცხოვრების წრეც ასეა, ეს ტილოც ცხოვრების წრეს აჩვენებს, რომელიც კი არ მთავრდება, არამედ გძელდება".

იხილეთ ასევე: დეგნანის მეუღლე: "კელი ძალიან ძლიერია, ეს თავდასხმა უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S