Accentnews.ge
დეგნანის მეუღლე: "კელი ძალიან ძლიერია, ეს თავდასხმა უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“

დეგნანის მეუღლე: "კელი ძალიან ძლიერია, ეს თავდასხმა უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“

19/09/2022 07:45:41 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლის დაგ მორისის განცხადებით, საქართველოში გარკვეული პოლიტიკოსები „არათუ კელი დეგნანს, არამედ ამერიკულ იდეას ესხმიან თავს“.

ამის შესახებ დაგ მორისმა „მთავარი არხის“ კითხვის - „ბრაზდება თუ არა ის როცა საქართველოს ხელისუფლების და მათთან აფილირებული პოლიტიკოსების მხრიდან არასამართლიან თავდასხმებს ისმენს“ საპასუხოდ განაცხადა.

„კელი ძალიან ძლიერია, ვიცი, რომ ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას, პოზიციას, რომელსაც შეერთებული შტატები წარმოადგენს. ასე რომ ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ეს კელისაც არ აწუხებს. ეს თავდასხმა კელის არ ეხება, ეს უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“, - განაცხადა დაგ მორისმა.

ცნობისთვის: დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ. რის შემდგომაც მათ აქტიურად დაიწყეს ანტიამერიკული განცხადებების, კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S