პესკოვი:"მთავარი საფრთხე, რომლის გამოც სპეცოპერაცია წამოვიწყეთ, არათუ ნარჩუნდება, არამედ აქტუალიზებულია"
14/09/2022 18:40:32 მსოფლიო
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "მთავარი საფრთხე, რომლის გამოც რუსეთმა უკრაინაში სპეცოპერაცია წამოიწყო, არათუ ნარჩუნდება, არამედ აქტუალიზებულია".
"უკრაინის სწრაფვა NATO-ს წევრობისკენ ძალაში რჩება. შესაბამისად, ნარჩუნდება უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის მთავარი საფრთხე. მეტიც, ეს საფრთხე, რომელიც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წამოწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, სადღეისოდ არათუ ნარჩუნდება, არამედ აქტუალიზებულიც კია" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა კიევის მიერ 13 სექტემბერს წარმოდგენილი იმ სარეკომენდაციო დოკუმენტის კომენტირებისას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს შეეხება.


