Accentnews.ge
ზელენსკის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინეს

ზელენსკის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინეს

13/09/2022 18:50:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს წარუდგინეს რეკომენდაციები ქვეყნის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებთან დაკავშირებით. ხსენებული წინადადებები პრეზიდენტმა გარანტიების საკითხზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფთან - პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან და NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან განიხილა, - ნათქვამია პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. მასში ნახსენებია დოკუმენტის მზადება სახელწოდებით "კიევის უსაფრთხოების შეთანხმება".

როგორც შეხვედრაზე ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, წარმოდგენილი წინადადებები ეფუძნება უსაფრთხოების გარანტორთა კოალიციის შექმნას. "ველით, რომ კიევის შეთანხმება გააერთიანებს უკრაინასა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების ძირითად ჯგუფს, რომელშიც შეიძლება, შევიდნენ აშშ, ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები" - აღნიშნა მან.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერონ სახელმწიფოებმა, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის მიმართ "მძლავრი მხარდაჭერა" გამოავლინეს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა კი აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გარანტია "უკრაინის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის" უზრუნველყოფაა, რათა ქვეყანამ სამომავლოდ ნებისმიერ თავდასხმასთან გამკლავება შეძლოს.

სავარაუდოდ, უკრაინის მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფი აიღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაფართოებული ჯგუფი კი იკისრებს არასამხედრო გარანტიებს, რომლებიც სანქციების ირგვლივ ჩამოყალიბდება.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთანხმება არ ჩაანაცვლებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდება.

ცნობისთვის: მარტის ბოლოს სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს უკრაინულმა მხარემ რუსულს უკრაინის ნეიტრალური სტატუსისა და მისი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების პროექტი გადასცა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ გარანტებად უნდა იქცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები რუსეთის, თურქეთის, გერმანიის, ისრაელისა და რიგი სხვა ქვეყნების ჩათვლით. გარანტმა ქვეყნებმა უნდა აიღონ ვალდებულება, აგრესიის შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ. მას შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S