მოსკოვი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გამო ბირთვული იარაღით იმუქრება
13/09/2022 22:13:09 მსოფლიო
მოსკოვი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტს “ესკალაციას” უწოდებს და ბირთვული იარაღით იმუქრება.
საუბარია სარეკომენდაციო დოკუმენტის პროექტზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა 13 სექტემბერს გამოაქვეყნა.
იხილეთ ასევე: ზელენსკის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინეს
"დოკუმენტის ყველა პუნქტი მიმართულია მხოლოდ ესკალაციაზე და არა მიმდინარე სიტუაციის განმუხტვაზე. არსობრივად, საუბარია დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებისა და უკრაინის შეიარაღებით გაძეძგვის დოკუმენტირებაზე. ეს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არაა, ესაა პაქტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ნატო-ს ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების ჩათრევაზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული – ბირთვული დერჟავის წინააღმდეგ. იმედია, კიევის ყველა დასავლელი პარტნიორი აცნობიერებს, რის ხელმოწერას სთავაზობენ", - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.
გარდა ამისა, რუსი პოლიტიკოსი აღშფოთებულია პუნქტით, რომელიც ნატო-ში უკრაინის სამომავლო გაწევრიანების იდეას “არ აუქმებს”.


