Accentnews.ge
უკრაინის უშიშროების სამსახური: "რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ"

უკრაინის უშიშროების სამსახური: "რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ"

12/09/2022 07:14:14 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ "ხარკოვის ოლქიდან რუსი დამპყრობლები ისე გარბიან უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ".

"ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მას დანიშნულებისამებრ - მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გრძელდება რუსი სამხედროებისგან ხარკოვის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. გენერალური შტაბის მიერ დღე დილით გავრცელებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი პუნქტიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S