Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით მტერი განდევნილია კიდევ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან"

უკრაინის გენშტაბი: "ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით მტერი განდევნილია კიდევ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან"

12/09/2022 05:16:28 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გრძელდება რუსი სამხედროებისგან ხარკოვის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. გენერალური შტაბის მიერ დღე დილით გავრცელებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი პუნქტიდან.

ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად, დროებით მიტაცებული რაიონების შესანარჩუნებლად და სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების შეტევის ჩასაშლელად.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ შეტევას ხერსონის მიმართულებითაც, სადაც რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადამ უკვე დაკარგა პირადი შემადგენლობის თითქმის 85%.

უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S