Accentnews.ge
პუტინი ევროპას "გაყინვით" დაემუქრა

პუტინი ევროპას "გაყინვით" დაემუქრა

07/09/2022 11:29:53 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპას "გაყინვით" დაემუქრა.

მისი თქმით, რუსეთი დასავლეთისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას სრულად შეწყვეტს, თუ ევროპა მილსადენებით მიღებულ რუსულ გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს. ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში გამართულ „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა.

"მივიღებთ თუ არა რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს? დიახ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ. ჩვენ საერთოდ არ მოგაწოდებთ არაფერს, თუ ეს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. ჩვენ არ მივაწოდებთ ევროპას გაზს, ნავთობს, ქვანახშირს – არაფერს მივაწოდებთ. რუსეთს მხოლოდ ერთი რამ დარჩება გასაკეთებელი. როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია, "მგლის კუდის გაყინვას" მოგისჯით", – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, "ამ დროისთვის "Nord Stream 1" პრაქტიკულად დახურულია".

2 სეტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განახადა, ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.

იხილეთ ასევე: რა გზით აპირებს ევროკავშირი ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S