რა გზით აპირებს ევროკავშირი ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას
06/09/2022 13:24:12 მსოფლიო
ევროკავშირი ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას ორი გზით გეგმავს. ბლოკის თავმჯდომარე ქვეყანამ ჩეხეთმა შესაბამისი ინიციატივების განსახილველად ენერგეტიკის საბჭოს სხდომა 9 სექტემბრისთვის მოიწვია.
როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრი იოზეფ სიკელა განმარტავს, ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერების ერთ– ერთი გზა ითვალისწინებს გაზის ფასების განცალკევებას იმ ფასისგან, რასაც ითხოვს ელექტროსადგური, რომელიც გაზს ელექტროენერგიად აქცევს და ამგვარად ფასებს უდგენს მომხმარებლებს. მისი თქმით, ამ ზომის მიზანია გაზზე მაღალმა ფასებმა გავლენა არ მოახდინოს ელექტროენერგიის ფასებზე.
სიკელას განცხადებით, მეორე ინიციატივა გულისხმობს მაქსიმალური ფასების დადგენას მთელი ელექტროენერგიის წარმოებისთვის, გარდა იმისა, რომლისთვისაც გაზი გამოიყენება:
"ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფასებს ბირთვული საწვავიდან, ნახშირიდან და განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე".


