იენს სტოლტენბერგი: მაღალი ალბათობით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება
24/08/2022 15:29:59 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში დიდი ალბათობით, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. აღნიშნულის შესახებ მან ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საქმეს დასჭირდება.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში და შემდეგ ეს ომი, დიდი ალბათობით, დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შედეგი მთლიანად იქნება დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერეზე, ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისი ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებებისა და ზოგადად ომის მოლაპარაკაბის გზით დასრულება გამორიცხეს და განაცხადეს, რომ უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით განხორციელდება.


