NASAMS-ები და HIMARS-ის საბრძოლო მასალა:აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დეტალები გაამხილა
19/08/2022 17:29:05 მსოფლიო
აშშ უკრაინას $775 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ახალი პაკეტის დეტალები პენტაგონში დღეს გაჟღერდა.
კერძოდ, უკრაინა უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მიიღებს:
- რაკეტებს Himars-ის სისტემებისთვის;
- 16 ერთეულ 105 მმ-იან ჰაუბიცას 36 000 ჭურვითურთ;
- 15 ერთეულ "Scan Eagle"-ის ტიპის სადაზვერვო დრონს;
- მაღალი გამავლობისა და ძლიერი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მქონე 40 ერთეულ Mrap-ის ტიპის ჯავშანმანქანას;
- Agm-88 Harm-ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს;
- Bgm-71 Tow-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს;
- Fgm-148 Javelin-ის ტიპის 1000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას;
- 2000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს.
პენტაგონის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინისთვის იმ ტიპის შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილება, რომელიც "ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ბრძოლის ველზე ვითარების გარდატეხას მოახდენს".
სულ ომის დაწყების დროიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აქვს გაწეული.
ამავე თემაზე:ერთდროულად სამი დიდი ქალაქის დაცვა: აშშ უკრაინას NASAMS-ებს აწვდის


