Accentnews.ge
ერთდროულად სამი დიდი ქალაქის დაცვა: აშშ უკრაინას NASAMS-ებს აწვდის

ერთდროულად სამი დიდი ქალაქის დაცვა: აშშ უკრაინას NASAMS-ებს აწვდის

15/07/2022 14:21:34 მსოფლიო

აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 3 ერთეულ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს NASAMS-ს მიაწვდის.

ინიციატივა თავად ამერიკულმა მხარემ მას შემდეგ გამოიჩინა, რაც რუსმა ოკუპანტებმა ბოლო დღეებში უკრაინაში სარაკეტო დარტყმები მორიგ სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს და ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით.

მოქმედების საშუალო რადიუსის მქონე (რაკეტის მოდიფიკაციის მიხედვით - 40 კმ-მდე სიშორე და 16 კმ-მდე სიმაღლე) NASAMS-ს, რომელიც თავის დროზე ჰაერი-ჰაერის ტიპის საავიაციო რაკეტების საფუძველზე ნორვეგიისთვის შემუშავდა, მათ შორის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განადგურება ძალუძს. სწორედ ამ კომპლექსებითაა დაცული ვაშინგტონში თეთრი სახლი.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ერთი ასეთი კომპლექსით პრაქტიკულად, ერთი მსხვილი ქალაქის ცის დაცვაა შესაძლებელი, შესაბამისად, სამით – სამის.

სამხედრო ექსპერტები ამას ერთგვარ შუალედურ სვლად განიხილავენ: უკრაინა ამ ეტაპზე მიიღებს NASAMS-ებს, ხოლო შემდეგ ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში – კიევის მიერ მოთხოვნილ “პეტრიოტსაც” (100 კმ-მდე სიშორის სისტემას), რის შედეგადაც უკვე მრავალშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემა ექნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S