Accentnews.ge
პელოსის ვიზიტიდან სამ კვირაში აშშ–მა ტაივანთან სავაჭრო მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების თაობაზე განაცხადა

პელოსის ვიზიტიდან სამ კვირაში აშშ–მა ტაივანთან სავაჭრო მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების თაობაზე განაცხადა

18/08/2022 09:24:45 მსოფლიო

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტიდან სამი კვირის შემდეგ აშშ–მა ტაივანთან სავაჭრო მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების თაობაზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის ცნობით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.

„ჩვენ ვგეგმავთ ამბიციური გეგმის განხორციელებას, რაც ხელს უფრო აყვავებული და მედეგი ეკონომიკის შექმნას“, აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. პეკინმა აღნიშნული "ჩინეთს შიდა საქმეეებში ჩარევად შეაფასა" და რამდენიმე საპასუხო ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, ჩინეთმა აშშ–სთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე შეწყვიტა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, შეწყვეტილია თანამშრომლობა აშშ–სა და ჩინეთს შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გაუქმებულია აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ლიდერებს შორის დიალოგი. შეწყვეტილია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე –საზღვაო უსაფრთხოების მექანიზმებთან, ნაკრკოპოლიტიკასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ასევე ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. როგორც ჩინეთის მთავრობაში აღნიშნეს, 3 აგვისტოდან აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და ტაივანიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

გარდა ამისა, პეკინმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით 5–7 აგვისტოს პერიოდში გამართა. მოგვიანებით, ჩინეთმა წვრთნები რამდენიმე ადგილზე დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შემდეგ ტაივანს 14 აგვისტოსშეერთებული შტატების კონგრესის ხუთწევრიანი დელეგაციაც ეწვია.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S