ერდოღანი თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების მყარი განვითარების მომხრეა
17/08/2022 20:05:42 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღნი ისრაელის პრემიერ იაირ ლაპიდს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების სამმართველოს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხები განიხილეს.
ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების პროცესით იმ ფარგლებში, რომელიც ისრაელის პრეზიდენტისა და პრემიერის თურქეთში ვიზიტების ფარგლებში განისაზღვრა.
ელჩების ურთიერთდანიშნვის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქული მხარე ყველაფერს გააკეთებს ახალი ელჩების უოკლეს ვადებში დასანიშნად.
“მხარს ვუჭერ ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას მყარ საფუძველზე და მხარეთა ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპით” – დასძინა მან.
ცნობისთვის, თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.


