Accentnews.ge
ესტონეთი გეგმავს, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებსაც აუკრძალოს, რომლებიც სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ

ესტონეთი გეგმავს, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებსაც აუკრძალოს, რომლებიც სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ

17/08/2022 16:49:28 მსოფლიო

ესტონეთი გეგმავს, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებსაც აუკრძალოს, რომლებიც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსაუმ განაცხადა. როგორც მან გამოცემა ERR-სთან საუბრისას აღნიშნა, ხსენებული ნაბიჯი გონივრული იქნება და ამჟამად ექსპერტები აანალიზებენ ტექნიკურ ასპექტებს.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნებადართულია ევროკავშირის კანონმდებლობით. მან აღნიშნულის მაგალითად "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს არსებული ვითარება დაასახელა, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა დაკეტეს საკუთარი საზღვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

"აგვისტოს პირველ კვირაში რუსეთის 850,000 მოქალაქე შევიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და სამწუხაროდ, მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენი საბოლოო მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის პან-ევროპული ვიზის აკრძალვაა და ამ მიზნის მისაღწევად მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ევროპის მასშტაბით შეთანხმებას, რომ რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლა შეიზღუდოს. ჩვენ ვმუშაობთ საერთო ენის პოვნაზე იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. რაც შეეხება ესტონეთის სახმელეთო საზღვრის დაკეტვას, ჩვენი ექსპერტები ამ საკითხზე მუშაობენ", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ესტონეთი 18 აგვისტოდან რიგი გამონაკლისების გარდა, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს აღარ გასცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S