Accentnews.ge
რიგი გამონაკლისების გარდა, ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს აღარ გასცემს

რიგი გამონაკლისების გარდა, ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს აღარ გასცემს

11/08/2022 11:23:38 მსოფლიო

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზებს აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა მხოლოდ „გამონაკლის შემთხვევებში“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ერთი კვირის შემდეგ, ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. შეზღუდვები დაწესდება [რუსეთიდან] ვიზის მფლობელებზე, მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

შესვლის აკრძალვაზე გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთა შესვლა ესტონეთი აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ისევე, როგორც მოქალაქეობისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ესტონელთა ახლო ნათესავებისთვის. გარდა ამისა, ესტონეთში შევლენ ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირის კანონმდებლობით თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვთ.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირი აპირებს, შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S