თურქული Bayraktar–ების მწარმოებელი კომპანია უკრაინაში ქარხნის მშენებლობას იწყებს
08/08/2022 13:38:47 მსოფლიო
თურქული კომპანია Baykar უკრაინაში დარეგისტრირდა, შეიძინა მიწის ნაკვეთი ქარხნის ასაშენებლად, რომელიც Bayraktar-ის დრონებს გამოუშვებს,– იუწყება თურქეთში უკრაინის ელჩი ვასილი ბოდნარი.
კიევმა და ანკარამ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში Bayraktar–ის დრონების საწარმოებლად ქარხნის აშენებას, ხელი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მოაწერეს. ამავდროულად, ივლისის შუა რიცხვებში კომპანიის დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა პირობა დადო, რომ თურქეთი არასოდეს მიაწოდებს თავის დრონებს რუსეთს.
როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, კომპანიამ თავად შეიმუშავა ქარხნის პროექტი და მის განახორციელოს აპირებს, „რადგან უკრაინაში ამ პროდუქციის დამზადება კომპანიის მფლობელების თითქმის პირადი ვალდებულება იყო“.
მისი თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ამ შემთხვევაში ქარხანაში წარმოებული მოდელების მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინული წარმოების კომპონენტები ექნება.
”ეს შეიძლება, იყოს ძრავები, სხვა სათადარიგო ნაწილები, ბორბლები, ბევრი სხვადასხვა რამ” - თქვა ელჩმა.
იხილეთ ასევე: პუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა


