Accentnews.ge
პუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა – მედია

პუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა – მედია

26/07/2022 15:56:35 მსოფლიო

თეირანში შეხვედრისას კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გახსნა შესთავაზა, იუწყება უკრაინული მედიასაშუალება CNN Turk–ზე დაყრდნობით.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერდოღანმა პარტიის შეხვედრაზე განაცხადა.

ამავე წყაროს ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ასეთი ქარხანა უკვე არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ახლა „ბაირაქტარს“ შეუძლია, კიდევ ერთის ქარხნის გახსნა, უკვე რუსეთის ფედერაციაში.

„ბაირაქტარი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში წარმოების ხაზის შექმნის პროცესშია. ამავე დროს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდის.

„თურქეთსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით ავიაციისა და კოსმოსის სფეროში. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების ტექნოლოგიით. რუსეთში არაფერი გადაგვიტანია და არც განგვითავსებია. ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდით“, – თქვა ჰალუკ ბაირაქტარმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S