ჩინეთმა აშშ–სთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე შეწყვიტა, მათ შორის გაუქმებულია ორი ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შორის დიალოგი
05/08/2022 10:29:12 მსოფლიო
ჩინეთმა აშშ–სთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, შეწყვეტილია თანამშრომლობა აშშ–სა და ჩინეთს შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გაუქმეებულია აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ლიდერებს შორის დიალოგი. შეწყვეტილია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე –საზღვაო უსაფრთხოების მექანიზმებთან, ნაკრკოპოლიტიკასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით.
ამასთან, ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.
"ნენსი პელოსი ჩაერია ჩინეთის საშინაო საქმეებში, სერიოზულად დააზიანა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სერიოზულად საფრთხე შეუქმნა მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ.
საგარეო უწყებაში ჯერ არ განუმარტავთ, რას გაითვალისწინებს სანქციები.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები სამხედრო წვრთნების გაკრიტიკებისთვის საყვედურის გამოსაცხადებლად უწყებაში დაიბარა.


