Accentnews.ge
ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა და ევროპელი ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა

ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა და ევროპელი ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა

05/08/2022 09:37:40 მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

"ნენსი პელოსი ჩაერია ჩინეთის საშინაო საქმეებში, სერიოზულად დააზიანა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სერიოზულად საფრთხე შეუქმნა მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ.

საგარეო უწყებაში ჯერ არ განუმარტავთ, რას გაითვალისწინებს სანქციები.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები სამხედრო წვრთნების გაკრიტიკებისთვის საყვედურის გამოსაცხადებლად უწყებაში დაიბარა.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S