Accentnews.ge
ტაივანი: "ჩინეთის ათამდე სამხედრო გემმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კვლავ გადაკვეთა"

ტაივანი: "ჩინეთის ათამდე სამხედრო გემმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კვლავ გადაკვეთა"

05/08/2022 09:07:41 მსოფლიო

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედროგემმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კვლავ გადაკვეთა.

საუბარია არაფორმალურ გამყოფ ხაზზე, რომელიც მატერიკულ ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ გუშინ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები 7 აგვისტოს დასრულდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S