
უკრაინელი გამოცემა "UNIAN" მოქალაქეებს „დედაენის ბარის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
04/08/2022 14:43:25 საზოგადოება
უკრაინული გამოცემა "UNIAN" "დედაენის ბარზე" რუსების მიერ ონლაინ–შეტევას ეხმიანება და ყველა უკრაინელს მოუწოდებს ბარს გვერდში დაუდგნენ.
გამოცემა წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართული დაწესებულების რეიტინგის დაგდება დაიწყეს, რადგან "დედაენის ბარში" რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებენ სპეციალური ანკეტის შევსებას, რომელიც მათთვის "უხერხული" კითხვებისგან შედგება.
"მოსკოვის ჭაობების მცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო არიან იმ კითხვარით, რომლის შევსებას ბარის თანამშრომლები რუს ტურისტებს სთავაზობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები ბარს გვერდში უკვე ამოუდგნენ: ისინი თავის მხრივ, ცდილობენ დაწესებულების რეიტინგის ამაღლებას. ასევე მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ დაწესებულების პრინციპულ მეპატრონეს და ბარს დადებითი შეფასება მისცეთ", - წერს უკრაინული გამოცემა.
"UNIAN" ასევე ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მისცენ მსურველებმა "დედაენის ბარს" დადებითი შეფასება.