Accentnews.ge
უკრაინის მხარდაჭერის გამო სოციალურ ქსელში პროკრემლისტური პროფილები "დედაენის ბარზე" შეტევას ახორციელებენ

უკრაინის მხარდაჭერის გამო სოციალურ ქსელში პროკრემლისტური პროფილები "დედაენის ბარზე" შეტევას ახორციელებენ

04/08/2022 13:27:26 საზოგადოება

უკრაინის მხარდაჭერის გამო სოციალურ ქსელში პროკრემლისტური პროფილები ორგანიზებულად უტევენ თბილისში მოქმედ “დედაენის ბარს”, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის “ვიზები” დააწესა თავის ტერიტორიაზე შესასვლელად.

ბარის ინფორმაციით, მათ ვებ–გვერდზე კიბერთავდასხმაც ხორციელდება.

დღეს ბარის დამფუძნებელმა დათა გურჯიევმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც მან Facebook-ზე დაწერა, „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს სოციალური მედიის მართვაში გარკვეული ადამიანების დახმარება სჭირდება.

კოორდინირებული ინტერნეტშეტევითა და უარყოფითი შეფასებებით ბარის რეიტინგი Google-ზე 2,4-მდე ჩამოიყვანეს. ბარს დროებით სახელიც შეეცვალა და "დენაციფიკაცია" დაერქვა, ოფიციალურ ვებ–გვერდად კი კრემლის მისამართი მიუთითეს.

ბარის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსების უკმაყოფილემა მათ მიერ დაწესებულმა "სავიზო რეჟიმმა" გამოიწვია. დაწესებულებაში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეები სწორედ მათ ვებვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და შემდეგ პუნქტებს დაეთანხმონ:

  • მე ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ასევე სხვა სადავო ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს რეგიონებია;
  • საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული;
  • ყოველი მე-12 ქართველი რუსული აგრესიის გამო ლტოლვილად იქცა;
  • მომწონს ფრაზა „რუსსკი ვოენნი კარაბლ, იდი ნა „ხუი“;
  • დიდება უკრაინას.

აქვე, აღნიშნულია, რომ "დედაენის ბარი" მეგობრული და ტოლერანტული ადგილია, მათი "სავიზო რეჟიმი" კი დელიკატურმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ზოგიერთმა "ცუდმა" რუსმა გამოიწვია, რომლებიც ბარში "ცუდად მოიქცნენ".

"დედაენის ბარის" ვებ–გვერდზე რუსებისთვის ბარში ქცევის წესებიცაა გამოქვეყნებული:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ უცხო ქვეყანაში იმყოფებით. მოიქეცით შესაბამისად;
  • გთხოვთ, გამოიყენეთ ქართული ან ინგლისური ენა ბარის თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის;
  • ნუ დაასკვნით, რომ ხალხი საუბრობს რუსულად. ჯერ იკითხეთ;
  • ძალიან გაგვიხარდება, თუ ისწავლით ისეთ მაგიურ ქართულ სიტყვებს, როგორებიცაა „გამარჯობა“, „მადლობა“ და „ორი ლუდი თუ შეიძლება“;
  • ნუ შემოგვთავაზებთ რუბლით გადახდას;
  • დატოვეთ ეს გრაფა ცარიელი იმისთვის, რომ მოიპოვოთ "ვიზა";
  • ნუ შეხვალთ პოლიტიკურ დისკუსიაში სიმთვრალის დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S