Accentnews.ge
"აშშ ტაივანის სტატუს–კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ეწინააღმდეგება"

"აშშ ტაივანის სტატუს–კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ეწინააღმდეგება"

04/08/2022 10:42:01 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"აშშ ტაივანის სტატუს–კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით, ეწინააღმდეგება", – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ დღეს ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S