Accentnews.ge
ჩინეთის მიერ ტაივანთან დაწყებული წვრთნების პარალელურად, ფილიპინების ზღვაში ამერიკული ატომური ავიამზიდი "რონალდ რეიგანი" შევიდა

ჩინეთის მიერ ტაივანთან დაწყებული წვრთნების პარალელურად, ფილიპინების ზღვაში ამერიკული ატომური ავიამზიდი "რონალდ რეიგანი" შევიდა

04/08/2022 06:09:25 მსოფლიო

ჩინეთის მიერ ტაივანთან დაწყებული წვრთნების პარალელურად, ამერიკული ატომური ავიამზიდი "რონალდ რეიგანი" (USS Ronald Reagan) ფილიპინების ზღვაში, წყნარი ოკეანის დასავლეთით შევიდა.

როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, ხომალდი დაგეგმილ პატრულირებას განახორციელებს ოკეანის 5,7 მ კვადრატული კილომეტრის (2,2 მ კვადრატული მილი) მონაკვეთზე, რომელიც ასევე მოიცავს ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთით წყლებს.

"USS Ronald Reagan და მისი დამრტყმელი ჯგუფი ფილიპინების ზღვაში ჩვეულებრივ, დაგეგმილ ოპერაციებს ახორციელებენ, რაც არის რუტინული პატრულირების ნაწილი თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მხარდასაჭერად", – აცხადებენ აშშ-ის საზღვაო ძალებში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ დღეს ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S