27 ჩინური გამანადგურებელი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა
03/08/2022 17:37:28 მსოფლიო
ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიის 27 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ექვსი გამანადგურებელი J-11, ხუთი მრავალფუნქციური გამანადგურებელი J-16 და 16 მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-30 შევიდა საჰაერო თავდაცვის ზონაში ტაივანის სრუტის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მფრინავები გააფრთხილეს და კონტროლ ქვეშ აიყვანეს სამხედრო საპატრულო თვითმფრინავებით და საზენიტო სარაკეტო სისტემებით.
ტაივანის ირგვლივ ვითარება დაიძაბა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კუნძულზე ვიზიტის შემდეგ.


