ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა
03/08/2022 13:11:10 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანიდან გაფრინდა.
ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ აშშ-ის კონგრესის ხუთ წევრთან ერთად, ტაივანის ხელმძღვანელობას შეხვდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი აზიის ქვეყნებში ვიზიტებს აგრძელებს და ტაივანიდან სამხრეთ კორეას, შემდეგ კი იაპონიას ესტუმრება.
აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.


