Bloomberg – ჩინეთი აზიურ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ტაივანის ცაზე არ იფრინონ
03/08/2022 11:33:56 მსოფლიო
ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ტაივანის ცაზე ფრენას, – იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, ჩინეთმა ამ საკითხზე ოფიციალური შეტყობინება ავიაკომპანიებს 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის 6 რეგიონი "საშიშ ზონად" იყო განსაზღვრული.
ცნობილი ხდება, რომ ფრენები 7 აგვისტოს 12:00 საათამდე შეიზღუდება.
ცნობისთვის: პეკინმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დააანონსა, რომელიც 5–7 აგვისტოს გაიმართება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".
ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.
ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.
"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.


