Accentnews.ge
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, "შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება"

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, "შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება"

25/07/2022 19:21:40 პოლიტიკა, საზოგადოება

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, "შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება".

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება. „ქარტია" კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ. „ქარტია" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება", - ნათქვამია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებაში.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა რუსეთთან დავით არახამიამ ტგელეარხთან ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც ახსენა და კობახიძეს მამამისის შესახებ ჰკითხა, არის თუ არა ის “კაგებეშნიკი”. აღნიშნულის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„კაგებეშნიკი" არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია....".

ჟურნალისტმა მას საპასუხოდ განუცხადა: "რატომ უნდა მრცხვენოდეს, ბატონო ირაკლი? დავით არახამია საუბრობს ამაზე. მამათქვენს არ აქვს დადასტურებული, რომ "დავერბოვკებული" იყო КГБ-ს მიერ?".

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტს ასე მიმართა: "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S