Accentnews.ge
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

25/07/2022 15:36:29 პოლიტიკა, საზოგადოება

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა რუსეთთან დავით არახამიამ ტგელეარხთან ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც ახსენა და კობახიძეს მამამისის შესახებ ჰკითხა, არის თუ არა ის “კაგებეშნიკი”. აღნიშნულის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია....".

ჟურნალისტმა მას საპასუხოდ განუცხადა: "რატომ უნდა მრცხვენოდეს, ბატონო ირაკლი? დავით არახამია საუბრობს ამაზე. მამათქვენს არ აქვს დადასტურებული, რომ "დავერბოვკებული" იყო КГБ-ს მიერ?".

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტს ასე მიმართა: "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარეა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S