Accentnews.ge
დავით ხიდაშელი – "ვითიბი ბანკ საქართველოს" შეძენაზე: "წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“

დავით ხიდაშელი – "ვითიბი ბანკ საქართველოს" შეძენაზე: "წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“

25/07/2022 14:26:22 ეკონომიკა

„წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა "ვითიბი ბანკ საქართველოს" შეძენასთან დაკავშირებით "აქცენტის" კითხვას.

როგორც ბიზმესმენი "აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში აღნიშნავს, "შეგვატყობინებს, როგორც კი რამეს შეიძენს".

"წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს. საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი რადენი ტყვილებიც არ უნდა წერონ ჩემზე ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმირებას მოსახლეობის ან ჩემს შეჩერებას მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს. მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი , არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით მე ვარ ქართველი და მარტო ვცდილობ დავეხმარო საქართველოს, საზღვრების აღდგენა გასწორებაში საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხობის მცდელობებს ჩემს მიმართ : ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექენით მანდ რო ჩივილსაც აზრი არ აქვს რასაც უნდა იძახიან და წერენ ენას ძვალი არ აქვსო რო იტყვიან მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი , არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით მე ვარ ქართველი და მარტო ვცდილობ დავეხმარო საქართველოს, საზღვრების აღდგენა გასწორებაში საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხობის მცდელობებს ჩემს მიმართ : ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექენით მანდ რო ჩივილსაც აზრი არ აქვს რასაც უნდა იძახიან და წერენ ენას ძვალი არ აქვსო რო იტყვიან.

P.S.ამ ჩემ მოწერილსაც დაამახინჯებენ მიაბავენ რამეს ისე გააშუქებენ ეჭვი არ მეპარება", – აცხადებს ხიდაშელი.

ცნობისთვის: დღეს BMG–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ვითიბი ბანკ საქართველოს" ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვითიბი ბანკ საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ოფიციალურად სებ–ში ბანკის ყიდვის ნებართვის თაობაზე არც ერთი მოთხოვნა არ შესულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S