"ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურად ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა"
25/07/2022 09:26:55 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი "ვითიბი ბანკთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოფიციალურად მათთან ბანკის ყიდვასთან ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს გავრცელდა BMG–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ვითიბი ბანკს" ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.


