Accentnews.ge
რუსეთი ლიეტუვას კვლავ უყენებს ულტიმატუმს

რუსეთი ლიეტუვას კვლავ უყენებს ულტიმატუმს

08/07/2022 16:41:04 მსოფლიო

რუსეთი ლიეტუვასა და ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მათ წინააღმდეგ "ხისტ ზომებს" მიიღებს, თუ რუსეთიდან ლიეტუვის გავლით კალინინგრადის ექსკლავამდე პროდუქტების მიწოდება არ აღდგება.

„ჩვენ უსასრულოდ არ მოვიცდით. კიდევ ერთხელ, თუ სიტუაცია მომდევნო დღეებში არ დასტაბილურდება, მაშინ რუსეთი მიიღებს ხისტ ზომებს ლიეტუვისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. ამ ზომების მომზადება დასრულებულია" - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუს ეკონომიკური აქტორებს ლიეტუვის მხრიდან "ცალმხრივი, უკანონო შეზღუდვების გამო" დანაკარგები უკვე აქვთ.

ლიეტუვამ 20 ივნისიდან საკუთარ ტერიტორიაზე, კალინინგრადის ექსკლავის მიმართულებით და უკან, იმ რუსული პროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვები დაბლოკა, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.

ვილნიუსის ცნობით, დაწესებული შეზღუდვების მიზანია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ზომები გააძლიერონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში 20 ივნისსაც დაიმუქრნენ, რომ „რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს თავისი ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადში უახლოეს დროში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S