Accentnews.ge
ბაიდენი: "აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები რჩება მძლიერი და მტკიცე"

ბაიდენი: "აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები რჩება მძლიერი და მტკიცე"

07/07/2022 19:43:49 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება და ამბობს, რომ ამერიკას და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ისევ რჩება ძლიერი და მტკიცე.

"დიდი ბრიტანეთი და აშშ უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები არიან. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობები კი ძლიერი და მტკიცე რჩება. მოუთმენლად ველოდები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში მაშინ, როცა ისინი საკუთარ თავს იცავენ, მათი დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომისგან, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში", - აცხადებს ბაიდენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S