Accentnews.ge
ვინ განიხილება ბორის ჯონსონის შემცვლელად

ვინ განიხილება ბორის ჯონსონის შემცვლელად

07/07/2022 12:53:18 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ მედია აქტიურად განიხილავს იმ პირთა ვინაობას, ვინც შესაძლოა, იგი ჩაანაცვლოს.

როგორც Reuters იუწყება, ჯონსონის სავარაუდო შემცვლელთა სია ასე გამოიყურება:

  • ლიზ ტრასი – საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველი "კონსერვატიული პარტიიდან", რომელიც კონსერვატორების ვებგვერდის მიერ პარტიის წევრებში ჩატარებულ გამოკითხვაში რეგულარულად ლიდერობს;
  • ჯერემი ჰანტი – საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი. მან 2019 წლის ლიდერობის კონკურსში, ბორის ჯონსონის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
  • ბენ უოლესი – თავდაცვის მინისტრი;
  • რიში სუნაკი – ფინანსთა ექს–მინისტრი. იგი გასულ წლამდე ბორის ჯონსონის შემცვლელობის ფავორიტი იყო. თუმცა იგი ჯონსონთან ერთად "Covid-19"-ის რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რის გამოც საკმაო კრიტიკა დაიმსახურა;
  • საჯიდ ჯავიდი – ჯანდაცვის ექს–მინისტრი;
  • ნადიმ ზაჰავი –2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე ის საარჩევნო კამპანია YouGov-ს თანადამფუძნებელი იყო. გასულ კვირას მან თქვა, რომ პრემიერ–მინისტრობა მისთვის "პრივილეგია" იქნებოდა;
  • პენი მორდაუნტი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან ლიდერობის ბოლო კონკურსის დროს მხარი მის კონკურენტ ჰანტის დაუჭირა. ამჟამად იგი ვაჭრობის უმცროსი მინისტრია.

ცნობისთვის: გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

"ნათელია, რომ "კონსერვატულ პარტიას" სჭირდება ახალი ლიდერი, ასევე, ქვეყანას სჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრი", – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცედურის შესახებ დამატებით ცნობილი მომავალ კვირას გახდება.

ახალი ლიდერის არჩევამდე ბორის ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.

განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები. მანამდე, 6 ივნისს ბორის ჯონსონი გადაურჩა თანაპარტიელი კონსერვატორების მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. კონსერვატორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S