
ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს
06/07/2022 07:55:52 საზოგადოება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდება, შესაძლებელია, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი კვლავ დადგეს.
მისივე ვარაუდით, ამ ეტაპზე ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ჯერ არ არის:
"მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები სტაბილური გახდეს, თუმცა თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, თუ ორი კვირის წინანდელ ვიტარებასთ ან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.
იხილეთ ასევე: კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის ველოდებით – ცერცვაძე
კლინიკაში საწოლების რაოდენობაზე 2-ჯერ მეტი კოვიდ-პაციენტი გვყავს - რატიანი