Accentnews.ge
"5 ივლისს ფინეთი და შვედეთი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე ოქმებს ხელს ოფიციალურად მოაწერენ"

"5 ივლისს ფინეთი და შვედეთი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე ოქმებს ხელს ოფიციალურად მოაწერენ"

30/06/2022 11:36:02 მსოფლიო

5 ივლისს ფინეთი და შვედეთი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე ოქმებს ხელს ოფიციალურად მოაწერენ, – ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ალიანსის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ გაწევრიანების პროტოკოლი უნდა იყოს რატიფიცირებული 30-ვე პარლამენტის მიერ, რათა ორივე ქვეყანას ნატოს ნაწილი გახდეს.

როგორც მან აღნიშნა, ნატო–ს წევრები ცდილობენ, რატიფიცირების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ.

კითხვაზე, იბრძვის თუ არა ალიანსი ამდენ სხვადასხვა წევრთან ერთიანობის შესანარჩუნებლად, სტოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:

"თქვენ ყოველთვის იპოვით განსხვავებებს და ჩემთვის ეს არ არის სისუსტე... ჩვენ დემოკრატიული ერები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ წევრები გაერთიანდნენ ძირითადი საკითხების გარშემო“.

იხილეთ ასევე: რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S