
გიგა მაქარაშვილი: "სირცხვილიას“ წევრებს ბათუმის ბულვარში თავს დაესხნენ"
30/06/2022 10:30:00 საზოგადოება
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს ბათუმის ბულვარში თავს დაესხნენ.როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში ისინი ბულვარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
მისი თქმით, მათ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველები ადგილზე არ მისულან.
დღეს თსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ.
„შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია "ქართულო ოცნების" მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხვდებიან.
3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეა, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.