Accentnews.ge
თსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ

თსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ

30/06/2022 08:42:14 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან სტუდენტების ნაწილი „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა, რა დროსაც მათსა და სავარაუდოდ, სტუდენტების მეორე ჯგუფს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრი, სტუდენტი სოფო მოლაშხია აცხადებს, რომ მათ კამპანიას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უშლიან ხელს.

კამპანიის წევრებთან დაპირისპირებულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მაღლივში გამოცდა ჰქონდა და ამიტომ მივიდა იქ, თუმცა არ უარყვია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად პარტია და ისნის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაცია აქვს მითითებული.

სტუდენტების დაპირისპირების განმუხტვას თსუ-ის უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა. მოგვიანებით, ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა.

„შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია "ქართულო ოცნების" მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხვდებიან.

3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეა, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S