
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“: "ჩვენს წარმომადგენლებს "ოცნების" მხარდამჭერები შეხვედრებში ხელს უშლიან"
30/06/2022 10:20:33 საზოგადოება
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ წარმომადგენლებს მმართველი პარტიის "ქალი ოცნება" მხარდამჭერები შეხვედრებში ხელს უშლიან.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომდენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ, ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“.
თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე თბილისში სტუდეტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა.
რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა“, – აცხადებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“.
მოძრაობის წევრები 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე. "შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.