თურქეთი ფინეთიდან და შვედეთიდან "33 ტერორისტის" ექსტრადირებას მოითხოვს
29/06/2022 14:31:16 მსოფლიო
მადრიდში თურქეთსა და ფინეთ–შვედეთ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთი ფინეთიდან და შვედეთიდან "33 ტერორისტის" ექსტრადირებას მოითხოვს.
"ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მოვითხოვთ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას. ჩვენ უკვე მივმართეთ ექსტრადიციის თხოვნით შვედეთს, სადაც PKK–ს 6 და FETO–ს 6 ტერორისტია. ანალოგიური თხოვნა გავგზავნეთ შვედეთში, სადაც PKK–ს 11 და FETO–ს 10 ტერორისტია", – აცხადებს თურწეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ნატო–ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. ალიანსში ხსენებული ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა გუშინ მადრიდში მიმდინარე ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება.
იხილეთ ასევე: რას შეცვლის ფინეთ–შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება.


