როდის შეიძლება, შეუერთდეს უკრაინა ნატოს? – სტოლტენბერგის პასუხი
29/06/2022 13:50:10 მსოფლიო
"ალიანსის კარი ღიაა", – ასე უპასუხა ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტის შეკითხვას, "როდის შეიძლება, შეუერთდეს უკრაინა ნატოს?".
მისი თქმით, ახლა ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მხარდაჭერაზე ბრძოლის ველზე, რადგან ქვეყანა არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ნატო–სთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვისაც იბრძვის.
მადრიდში ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ნატო–მ სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, მათ შორის ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკასა და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ნატო–ს ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი შეიმუშავეს.


