Accentnews.ge
ნატო-მ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები

ნატო-მ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები

29/06/2022 13:40:28 მსოფლიო

ნატო-მ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები. ამის შესახებ მდრიდის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი.

დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ნატო "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია":

"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო–ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური საზრუნავი სათანადოდ განხილული იყოს. ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ნატო–ს –უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ ზონას – უფრო უსაფრთხოს".

იხილეთ ასევე: მადრიდის სამიტის დეკლარაცია: "რუსეთმა უკრაინაში ომი და ბელარუსმა ამ ომში თანამონაწილეობა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S